ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა. შალვა ნათელაშვილის თქმით, მას შეხვედრები ექნება ამერიკის კონგრესის გავლენიან წევრებთან და საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. პარტიის ლიდერი, საქართველოში განვითარებულ მოვლენებსა და იმ საფრთხეებზე ისაუბრებს, რომელსაც, მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ქვეყანაში ქმნის.
„ჩვენმა მოკავშირეებმა უნდა იცოდნენ, რომ ქართველი ხალხის დღევანდელობა და მომავალი ყაჩაღს აქვს ხელში ჩაგდებული, რომელმაც ქვეყანა გადააქცია ნარკოტრანზიტის, კრიპტოვალუტის, შავი ფულის გათეთრების, ტერორის, ბორდერიზაციის, ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევის, რეპრესიული რეჟიმის დამყარების სივრცედ,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.