ამერიკის შეერთებული შტატების ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონებს ძლიერმა შტორმმა გადაუარა. სტიქიამ ყველაზე მეტად ნიუ-იორკისა და მასაჩუსეტსის შტატები დააზარალა. დაიღუპა ორი ადამიანი. გადაუღებელმა წვიმამ დასახლებებში მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია, ძლიერმა ქარმა კი ხეები წააქცია და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. დატბორილი სახლებიდან მაშველებმა მოსახლეობა ნავების დახმარებით გამოიყვანეს. 450 ათასამდე ოჯახს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.
შეერთებული შტატების ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონებს ძლიერმა შტორმმა გადაუარა
02 ნოე 201914:50
3 წუთის საკითხავი