logo
ENG



შემაჯამებელ ოქმებს ცესკო პროტესტის ფონზე განიხილავს

13 ნოე 202018:48
3 წუთის საკითხავი
 

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შემაჯამებელი სხდომა იმართება.  სხდომაზე 31 ოქტომბრის პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებისა და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველი ტურის შედეგებს შეაჯამებენ.

ამას გარდა, სხდომაზე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების მიერ შეტანილ საჩივრებსაც განიხილავენ. სხდომას ოპოზიციის წევრებიც ესწრებიან.

სხდომის პარალელურად აქცია ცესკოს შენობასთან სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები არიან შეკრებილი. აქტივისტები ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.

ოპოზიცია 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა და საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ. ხელახალი არჩევნების ჩატარების, ცესკო-ს თავმჯდომარის გადადგომისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით უკვე 2 მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქედან ერთი აქცია სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა, რის შედეგადაც მომიტინგეები და მედიის წარმომადგენლები დაშავდნენ. მორიგი საპროტესტო აქცია ოპოზიციამ შაბათს, 14 ნოემბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის შენობასთან დააანონსა. 


close დახურვა