logo
ENG



შემოსვლას შეძლებს ყველა, ვინც შესასვლელამდე მიაღწევს - კინოთეატრების პრესსამსახური

08 ნოე 201919:33
3 წუთის საკითხავი
 
ck1jm5gxlpvu1si.jpeg

კინოთეატრ ამირანთან აქციის მონაწილეებსა და ფილმის საყურებლად მისულ ხალხს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. 

აქციის მონაწილეებმა მათ მიმართეს, რომ მათნაირების ადგილი საქართველოში არ არის. 

ფილმის ჩვენებაზე მისული ხალხის ნაწილი, კინოთეატრში შესვლას ვერ ახერხებს. 

როგორც "ფორმულას" კინოთეატრების პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მაიკო სიხარულიძემ განუცხადა, შემოსვლას შეძლებს ყველა, ვინც შესასვლელამდე მიაღწევს. 

შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეები ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენების შეწყვეტას მოითხოვენ. 


close დახურვა