logo
ENG



შენგელიას 15 ქულა და 9 პასი - ბასკონიამ ლიონი დაამარცხა

07 თებ 202011:47
3 წუთის საკითხავი
 

ევროლიგის რეგულარული სეზონის 24-ე ტურის შეხვედრაში „ბასკონია“ „ლიონ ვილერბანს“ დაუპირისპირდა და მეტოქე 79:65 დაამარცხა.

ვიტორიული გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო თორნიკე შენგელია, რომელსაც ორმაგ დუბლამდე მხოლოდ 1 მოხსნა დააკლდა.

მოედანზე გატარებულ 28 წუთში ბასკონიას ქართველმა კაპიტანმა 15 ქულა, 9 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა და საკუთარ გუნდს წაგებათა სერიის დასრულებაში დაეხმარა. აღსანიშნავია, რომ ევროლიგის ოფიციალურმა საიტმა თორნიკე შენგელიას გარღვევა და ჩატენვა დღის საუკეთესო მომენტად დაასახელა. გათამაშების ცხრილში „ბასკონია“ მე-9 ადგილს იკავებს და საპლეიფო ზონას გუნდს მხოლოდ 1 გამარჯვება აშორებს. 


close დახურვა