logo
ENG



შეტევა ტვინებზე - დროება

29 მაი 202220:20
3 წუთის საკითხავი
 

პუტინი უკრაინის ფრონტზე როგორც სამხედრო ისე საინფორმაციო ომს აგებს. მეტიც საინფორმაციო ომში დამარცხებულია, თუმცა მისი პროპაგანდისტული მანქანა ჯერ კიდევ ახერხებს რუსული საზოგადოების ტვინის გამორეცხვას. მაგრამ კრემლისთვის ეს საკმარისი არ არის - რაც მეტს გამოურეცხავს მით უკეთესი მათთვის - ცრუ ამბების გავრცელების სამიზნე აუდიტორიაში რუსეთთან ერთად რაღა თქმა უნდა პირველ რიგში უახლოესი მეზობლები არიან. საქართველოს გარეშე როგორ იქნებოდა. "მითების დეტექტორის" მკვლევართა ჯგუფმა Meta-ს, ძველი ფეისბუქის გუნდთან პარტნიორობით, შეისწავლა და გამოამჟღავნა ის სქემა, თუ როგორ აწარმოებს რუსეთი ინფორმაციულ ომს რუსულ, ბელარუსულ, უკრაინულ და ქართულ სოციალურ მედიაში. ძირითადი დეზინფორმაციული გზავნილები ასეთია: რუსეთს შეუქცევადი სამხედრო უპირატესობა აქვს; დასავლეთი ომის მომხრეა; უკრაინა საქართველოს ომის დროს არ ეხმარებოდა; სანქციები არ მუშაობს და ა.შ. ალბათ გეცნოთ რაც ახლა ჩამოვთვალე, რადგან ამ მესიჯებს სამწუხაროდ ჩვენთანაც ხშირად ისმენთ. როგორია დეზინფორმაციული გზავნილების ქართული ველი, შეტევა ტვინებზე - ნახეთ დროებაში.


close დახურვა