მოძრაობა შეცვალეს წევრები რესპუბლიკის მოედანზე მსვლელობით მივიდნენ და ჯებირებს შავი ლენტები შეაბეს. მსვლელობის მონაწილეებს სტიკერები წარწერით „ამ ცხოვრების დედაც“ ჰქონდათ.
მათი მოთხოვნა საახალწლო ღონისძიებების გაუქმებაა. მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები 15 წლის ლუკა სირაძის საქმესთან დაკავშირებით შს მინისტრისა და მისი მოადგილის გადადგომასაც ითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ მსვლელობის დროს ერთ-ერთი აქტივისტის დაკავების მცდელობაც იყო. მათი ინფორმაციით, სუს-ის აგენტი მათ ჩუმად ფოტოებს უღებდა, რაც მოძრაობა შეცვალეს წევრმა გააპროტესტა.
აქციის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან.