logo
ENG



შვედეთი, ნორვეგია, ფინეთი და დანია ერთიანი საჰაერო თავდაცვის შექმნას გეგმავენ

25 მარ 202300:33
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/25/jfjm3j6fzpmsbky.jpg

შვედეთის, ნორვეგიის, ფინეთისა და დანიის საჰაერო ძალებმა ხელი მოაწერეს განზრახვას საერთო საჰაერო თავდაცვის შექმნის შესახებ. საჰაერო ძალების მეთაურების განცხადებით, ეს მიზნად ისახავს რუსეთისგან მზარდი საფრთხისთვის წინააღმდეგობის გაწევას.

განზრახვა მდგომარეობს იმაში, რომ შეძლონ ერთობლივი მოქმედება NATO-ს ჩარჩოში მოქმედი უკვე არსებული გზების საფუძველზე.

დანიის საჰაერო ძალების მეთაურის, იან დამის თქმით, ძალების ინტეგრაციის ნაბიჯი უკრაინაში რუსეთის შეჭრით იყო გამოწვეული.

შეთანხმებას გასულ კვირას რამშტაინის ბაზაზე, გერმანიაში მოაწერეს ხელი. ცერემონიას ესწრებოდა NATO-ს საჰაერო სარდლობის უფროსი გენერალი ჯეიმს ჰეკერი, რომელიც ასევე ზედამხედველობს აშშ-ს საჰაერო ძალებს რეგიონში.


close დახურვა