logo
ENG



შიმშილობის მსოფლიო ინდექსით საქართველო 39-ე ადგილზეა

15 ოქტ 201920:08
3 წუთის საკითხავი
 
cr9nkejjjepshes.jpg

მოშიმშილე ქვეყანათა ნუსხაში საქართველო 39-ე ადგილს იკავებს. შიმშილობის მსოფლიო ინდექსის წლევანდელ ანგარიშში 117 ქვეყანაა. ჩვენზე უკეთესი პოზიციები აქვთ ყირგიზეთს, ირანს, სომხეთს, აზერბაიჯანს, სერბეთს, რუსეთს. 

საქართველოს მოქალაქეების ნაწილი ფიქრობს, რომ ამ არასასიამოვნო მაჩვენებლების მთავარი მიზეზი, სავარაუდოდ, უმუშევრობით გამოწვეული სიღარიბეა. იმას, რომ  სოციალური პრობლემები და უმუშევრობა საქართველოს ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, აღიარებენ მმართველ გუნდშიც. თუმცა   აცხადებენ, რომ ვითარებას აკონტროლებენ და შეშფოთების საფუძველი არ არსებობს. ოპოზიციის აზრით, სიღარიბის დაძლევის გზა ეკონომიკური ზრდაა. 

გაზრდილი სიღარიბის შესახებ მოსახლეობის კეთილდღეობის ბოლო კვლევაში მიუთითა იუნისეფმაც. ორგანიზაციის მიერ გასულ წელს  გასაჯაროვებული მონაცემების მიხედვით, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ბავშვების რაოდენობა. ყოველი მეხუთე ბავშვი ისეთ გარემოში ცხოვრობს, რომლის წევრთა მინიმალური მოთხოვნილებები დაუკმაყოფილებელია.


close დახურვა