logo
ENG



შმიჰალი: გავიმარჯვებთ ომში, მაგრამ მიზნის მისაღწევად მეტი სამხედრო დახმარება დაგვჭირდება

12 აპრ 202321:10
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/12/orkp0u78zk4tujy.png

უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიჰალის განცხადებით, უკრაინელები ომში გაიმარჯვებენ, მაგრამ მიზნის მისაღწევად მათ მეტი სამხედრო დახმარება სჭირდებათ.

ამასთან, შმიჰალი აშშ-ში იმყოფება, სადაც თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს შეხვდა. მედიის ინფორმაციით, შმიჰალმა ოსტინს უკრაინისთვის F-15 და F-16 საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემისკენ მოუწოდა.

"ჩვენ გავიმარჯვებთ ომში, მაგრამ ამ მიზნის მისაღწევად, უფრო სწრაფად და ნაკლები დანაკარგებით, უკრაინას მეტი სამხედრო დახმარება დასჭირდება", - თქვა უკრაინის პრემიერმა.

დღეს შმიჰალმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ში უკრაინისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას აპირებს. მათ შორისაა სამხედრო და ფინანსური დახმარება. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ყველა ამ საკითხს განიხილავს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვისა და ფინანსთა მინისტრებთან. 


close დახურვა