უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიჰალის განცხადებით, უკრაინა კონტრშეტევას მაშინ დაიწყებს, როცა ყველაფერი მზად იქნება.
"ჩვენ დიდი სიფრთხილით ვემზადებით, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ოპერაცია და გვესმის, რომ ამ ოპერაციაში წარმატება უნდა ვაჩვენოთ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს პარტნიორებს, მთელ მსოფლიოს და ჩვენს მტერს.
[კონტრშეტევას] დავიწყებთ... როცა დრო დადგება, როცა ყველაფერი მზად იქნება", - თქვა უკრაინის პრემიერმინისტრმა.
29 მარტს, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის კონტრშეტევა რამდენიმე მიმართულებით იგეგმება. ამასთან, მან აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, უკრაინელი სამხედროები კონტრშეტევას ზაფხულში დაიწყებენ.
2022 წლის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია უკრაინის არმიის მხრიდან კონტრშეტევის მომზადების შესახებ. უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, წარმატებული კონტრშეტევისთვის საჭიროა F-16 საბრძოლო თვითმფრინავები.