logo
ENG



შოვის ტერიტორიაზე სამაშველო ვერტმფრენი ჩაფრინდა

03 აგვ 202318:20
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/03/mqylt6q2ekdwess.jpg

სასაზღვრო პოლიციის სამაშველო ვერტმფრენი კურორტი შოვის ტერიტორიაზე ჩაფრინდა.

ვერტმფრენმა ტერიტორიამდე მისვლა მეწყრის ჩამოწოლიდან დაახლოებით 3 საათში შეძლო.

შსს-ს ინფორმაციით დამეწყრილ ტერიტორიისკენ ორი სამაშველო ვერტმფრენი მიემართება. 

რამდენიმე საათის წინ შოვში, სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა. შსს-ში აცხადებენ, რომ დაშავებულების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ არის.

სანსეტ შოვის თანამშრომელი ქეთი მაისურაძე ამბობს, რომ მეწყერი შეჩერებულია და მსხვერპლი არაა. ფორმულას ეთერში საუბრისას მან აღნიშნა, რომ სტუმრები უსაფრთხოდ არიან.

მისი თქმით, სტიქიის დროს სასტუმროს ტერიტორიაზე დაახლოებით 40-45 ადამიანი იმყოფებოდა.

ონის მერმა სერგო ხიდეშელმა ფორმულასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კურორტ შოვში მოსახლეობასთან მიახლოება ამ დროისთვის ვერ ხერხდება.

სერგი ხიდეშელის თქმით, მეწყრული პროცესი მთაში 2 მდინარის დაგუბების შედეგად განვითარდა.

მისი თქმით, დაშავებულების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია, ამ ეტაპზე არ აქვთ.


close დახურვა