უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის რამდენიმე მაღალჩინოსანი ძებნილთა სიაში შეიყვანა.
ძებნილთა სიაში მოხვდნენ: რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვლადიმერ კოლოკოლცევი, ფედერალური კრების თავმჯდომარე ვალენტინა მატვიენკო, დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი სერგეი ნარიშკინი, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, უსაფრთხოების სამსახურის დირექტორი ალექსანდრ ბორტნიკოვი, ეროვნული გვარდიის დირექტორი ვიქტორ ზოლოტოვი და უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ აგრძელებენ მუშაობას, რათა "უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის ყველა თანამზრახველი, პასუხისგებაში იყოს მიცემული".
უკრაინა რუს მაღალჩინოსნებს ბრალს სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლით სდებს, რაც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ხელშეუხებლობის ხელყოფას გულისხმობს. ხსენებული მუხლი 15-წლიან ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ ძებნილთა სიაშია რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი შეიყვანა.