რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ უკრაინაში რუსეთის გაერთიანებული ჯარების ახალი მეთაური დანიშნა. დღეიდან საოკუპაციო ძალების მეთაური რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელი, ვალერი გერასიმოვი იქნება.
"გაერთიანებული ძალების მეთაურად დაინიშნა გენერალური შტაბის უფროსი, არმიის გენერალი ვალერი გერასიმოვი, მისი მოადგილეები არიან: საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდალი, არმიის გენერალი სერგეი სუროვიკინი, სახმელეთო ჯარების მთავარსარდალი, არმიის გენერალი ოლეგ სალუკოვი და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი კიმი", - ამბობენ უწყებაში.
თავდაცვის უწყება განმარტავს, რომ ხელმძღვანელობის დონის ამაღლება დაკავშირებულია ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის განხორციელების პროცესში "გადასაწყვეტი ამოცანების მასშტაბის გაფართოებასთან".