logo
ENG



შოლცი ევროპარლამენტარებს: შევინარჩუნოთ სიმტკიცე უკრაინის მხარდაჭერაში, სანამ საჭირო იქნება

09 მაი 202314:50
3 წუთის საკითხავი
 

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ევროპარლამენტარებს მოუწოდებს, უკრაინის მხარდაჭერა მანამ შეინარჩუნონ, სანამ საჭირო იქნება. ამის შესახებ შოლცმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"აქედან ჩრდილო-აღმოსავლეთით 2200 კილომეტრში, პუტინი თავისი ჯარისკაცების, ტანკებისა და რაკეტების აღლუმს მართავს. ნუ შეგვაშინებს ძალის ასეთი დემონსტრირება. მოდით, შევინარჩუნოთ სიმტკიცე უკრაინის მხარდაჭერაში მანამ, სანამ საჭირო იქნება!", - თქვა გერმანიის კანცლერმა.

მოსკოვში 9 მაისისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი ჩატარდა. აღლუმი 47 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. წითელ მოედანზე ჩაიარეს საბჭოთა ტანკებმა, სარაკეტო კომპლექსებმა და სხვა. არ ყოფილა საჰაერო ნაწილი.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ "რუსეთის წინააღმდეგ ომია გაჩაღებული". მისი თქმით, "რუსები დონბასის მოსახლეობას და თავიანთ უსაფრთხოებას იცავენ".


close დახურვა