logo
ENG



შოლცის თქმით, ომი უკრაინაში, შესაძლოა, კიდევ დიდხანს გაგრძელდეს

21 მარ 202311:13
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/21/5xr8r6h0p7ztenu.jpg

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, რუსეთის აგრესია უკრაინაში, შესაძლოა, კიდევ დიდხანს გაგრძელდეს.

"ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ამას შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს. მაშინაც კი, როდესაც ომი დასრულდება, ყველაფერი მაშინვე ნორმალურად არ იქნება. მაგრამ ჩვენ ასევე არ უნდა შევაჩეროთ ჩვენი ძალისხმევა ომის დასასრულებლად", - თქვა გერმანიის კანცლერმა.

შოლცის თქმით, სამართლიანი მშვიდობის წინაპირობა უკრაინიდან რუსული ჯარების გაყვანაა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ადრე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს რეგულარულად ესაუბრა.

18 მარტს, გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ პუტინის დაკავების ორდერი აჩვენებს, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას. 17 მარტს, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. გარდა ამისა, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე.


close დახურვა