შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიანი მომსახურების ცენტრი მოქალაქეთა დისტანციურ მომსახურებაზე გადადის. მიზეზი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა.
ცნობილია, რომ მომსახურების წესში ცვლილება ხვალიდან ამოქმედდება, 50-დე სერვისით სარგებლობას კი მოქალაქეები სატელეფონო ცენტრთან დაკავშირებით და ელექტრონული ვებგვერდის, police.ge-ს მეშვეობით შეძლებენ.
საპატრულო პოლიციის ერთაინი სამსახურის უფროსის თქმით, მოქალაქეებს მიმართვა ნებისმიერ დროს შეეძლებათ.
"მოქალაქეებს შეეძლებათ მოგვმართონ ნომრზე 2 41 42 42, მათი ზარების მართვას მოახდენენ ცენტრის ინსპქტორები და საჭიროების შემთხვევაში მათ ვიდეოს მეშვეობით დაუკავშირდებაინ", - აცხადებს ნინო ხვადაგიანი.