შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული სტატისტიკის თანახმად, 2023 წლის II კვარტალში (აპრილი-ივნისი) საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ჯამში 4 918 036-ჯერ გადაიკვეთა. კვეთის უმრავლესობა - 70% უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მოდის, ხოლო დანარჩენი 30% - ქართველებზე.
შსს-ს სტატისტიკიდან ვიგებთ, რომ ქვეყნებს შორის საქართველოს საზღვარი ყველაზე მეტჯერ რუსეთიდან გადმოიკვეთა. რუსეთიდან შემომსვლელთა რაოდენობა 443 624-ს უტოლდება, ხოლო გამსვლელთა 427 443-ს. შემდეგია თურქეთი (შემოსვლა 413 127, გასვლა 406 268). შემდეგ ადგილებს კი სომხეთი, ისრაელი, აზერბაიჯანი, უკრაინა და ევროკავშირის ქვეყნები იკავებენ.
შსს-ს ცნობით, საქართველოს საზღვარი ყველაზე მეტჯერ სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან გადაიკვეთა - სულ 811 031.
ამასთანავე აპრილ-ივნისში ქვეყანაში შემოვიდა 1 754 992 უცხო ქვეყნის მოქალაქე, ხოლო გავიდა 1 683 567.
ხოლო რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ქვეყნიდან 746 734 პირმა დატოვა, როცა იმავე პერიოდში ქვეყანაში 732 743 პირი შემოვიდა.