logo
ENG



შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც კაცი ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა

26 აგვ 202014:39
3 წუთის საკითხავი
 
შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც კაცი ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი ადამიანი ცხელ კვალზე დააკავეს. 

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.შ.-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1981 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს ცივი იარაღით მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მათი ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად არის ამოღებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა