logo
ENG



შშმ პირები: ევროინტეგრაცია ერთადერთი გზაა შშმ პირებისთვის თანასწორი გარემოს შესაქმნელად

18 ივნ 202214:56
3 წუთის საკითხავი
 

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები აცხადებენ, რომ ევროინტეგრაცია მათი უფლებების აღიარებისთვის და თანასწორობის მიღწევისთვის უმნიშვნელოვანესია.

მათ ღია საზოგადოების ფონდის ოფისში ბრიფინგი ჩაატარეს და თქვეს, რომ კატასტროფა იქნება ევროკავშირთან დაახლოების შანსის ხელიდან გაშვება. 

შშმ პირები ხელისუფლებისგან მოითხოვენ, დათქმულ ვადაში შეასრულოს  სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო პირობები, რათა არ შეფერხდეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. 

მათი განცხადებით, ევროინტეგრაცია ერთადერთი გზაა, რაც ღირსეულ და თანასწორ გარემოს შექმნის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის. შშმ თემმა მზადყოფნა გამოთქვა, ჩაერთოს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესში. 

ორგანიზაციის "ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის" ხელმძღვანელმა, გიორგი ახმეტელმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა: 

"ჩვენ ვცხოვრობთ იმედით. ეს პროცესი რომ დაჩქარდა, ჩვენ იმედი გაგვიჩნდა, რომ მალე მოხდებიდა [ევროინტეგრაცია] და ნაკლები ადამიანი დაიღუპებოდა. მაგრამ, როგორც ჩანს, დაჩქარება კი არა, შეიძლება დავშორდეთ ევროპულ პერსპექტივას, რაც ძალიან შემაშფოთებელია ჩვენი თემისთვის, იმიტომ, რომ აღმოვჩნდებით ისევ ქველმოქმედების და დახმარების იმედად". 

ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი არ დაუჭირა. დასკვნა 17 ივნისს გამოქვეყნდა. 

კომისიის რეკომენდაციით, საქართველომ უნდა შეასრულოს გარკვეული პირობები, სანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს. 


close დახურვა