logo
ENG



ჩამოვიდეს მთავრობა, მოგვაქციონ ყურადღება - ტყიბულში 1 200-მდე მეშახტემ მუშაობა შეწყვიტა

10 ივნ 202020:40
3 წუთის საკითხავი
 

 

საპროტესტო რეჟიმია ამ დრომდე ტყიბულში. პროტესტის ახალი ტალღის მიზეზი შახტში ჩავარდნილი ამწე და ჩარჩენილი 23 მუშა გახდა. 1 200-მდე მეშახტემ მუშაობა ტყიბულში მომხდარი ინციდენტის გამო შეწყვიტა. არადა, ტყიბულში მცხოვრები ოჯახებისთვის თავის გატანის ერთადერთი საშუალება სწორედ მეშახტეების შემოსავალია.

სიცოცხლისთვის საშიშ, წლების განმავლობაში მოუგვარებელ პრობლემებს დაემატა ის, რომ შახტში უმძიმესი შრომით დაკავებულებმა სახელმწიფოსგან პანდემიის დროს დაპირებული ფინანსური შეღავათებიც ვერ მიიღეს. სამუშაოები ახლაც გაჩერებულია, მეშახტეები უსაფრთხო სამუშაო გარემოს და ხელფასების მატებას ითხოვენ.

მინდელისა და ძიძიგურის გაფიცულ მეშახტეები კომპანია "კოალ ოფ ჯორჯიას და ხელისუფლებას  გაცემული პირობების არ შესრულებაში ადანაშილებენ. ისინი უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარდა  ხელფასების გაზრდას და ხელისუფლების წარმოამდგენლებს ადგილზე ჩასვლას ითხოვენ.

როგორც მეშახტე ირაკლი ჩიხლაძე აცხადებს, აუცილებელია მთავრობის წარმომადგენლები ჩავიდნენ ადგილზე და მოაგვარონ პრობლემა.

„24 საათი შახტაში იყვნენ და ვერ ამოიყვანეს იქიდან. ამას ჩვენ ველაპარაკებოდით მათ, როცა ძიძიგურის შახტზე იყო პრობლემა და არ გაანძრიეს ხელი. მგონია, მაგათია ეს კომპანიაც. ჩვენ ვუხდით ამ მთავრობას ხელფასს. ჩამოვიდნენ და ამ ხალხს მიაქციონ ყურადღება, თორემ მოვა არჩევნები და სამათხოვროდ რომ დაიწყებენ აქ სიარულს, მერე გავახსენებ ამას“, - განაცხადა მეშახტემ.

მეშახტეების და კომპანიის შორის მოლაპარკებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. დღის ბოლოს მეშახტეების მოთხოვნებს კომპანია "კოალ ოფ ჯორჯიამ ბრალდებით უპასუხა. მიხელ სოცკის განცხადებით,  უსაფრთხოების ნორმები მეშახტეებმა თავად დაარღვიეს და მომხდარზე პასუხიმგებლობას მათ ეკისრებათ. 

კომპანიის ბრალდებებს მეშახტეების უფლება დამცველმაც უპასუხა. მისი თქმით, მომხდარის დეტალები ტექნიკური ზედამხედველობის სპეციალური ჯგუფის მიერ ჩატარებული დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი.

ტყიბულის შახტებში მიმდინარე პროცესებს არასამთავრობო ორგანიზაციებიც აკვირდებიან. მესამე სექტორში ამბობენ, რომ ხელისუფლებამ 2018  წელს გერმანული კომპანიის მიერ საკუთარი დაკვეთით ჩატარებული კვლევის დასკვნა არ გაითვალისწინა და მეშახტეებს მუშაობაში გაგრძელების უფლება მისცა.  ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგი ტყიბულში მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

შესრულებას თუ არა ხელისუფლება ნაკისრ ვალდებულებას და მეშახტეების მოთხოვნებს უცნობია. ტყიბულში მსგავსი მოთხოვნის აქცია ბოლოს 3 თვის წინ გამართა, თუმცა მოთხოვნები ამ დრომდე არ დაკმაყოფილებულა.


close დახურვა