logo
ENG



ჩარლზ III გაერთიანებული სამეფოს მეფედ აკურთხეს

06 მაი 202317:03
3 წუთის საკითხავი
 
Aaron Chown/Pool via REUTERS

გაერთიანებულ სამეფოში ჩარლზ III მეფედ აკურთხეს. კორონაცია, რომელიც 6 მაისს გაიმართა, ბრიტანეთისთვის ბოლო 7 ათწლეულის განმავლობაში უდიდესი ცერემონიული მოვლენაა.

კორონაციას მსოფლიოს 100-მდე ქვეყნის ლიდერი ესწრებოდა და მილიონობით ადამიანი ეკრანებიდან უყურებდა.

კენტერბერის არქიბიშოპმა, რომელიც ანგლიკანური ეკლესიის სულიერი წინამძღოლია, უესტმინსტერის სააბატოში მეფე ჩარლზს 360 წლის წმინდა ედვარდის გვირგვინი დაადგა.

ჩარლზ III მესამე მეფე დედის, დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალების შემდეგ, 2022 წლის 8 სექტემბრიდან გახდა. კორონაცია კი მისი მონარქად კურთხევის ოფიციალური სახეა.

ისტორიული ცერემონია, რომელიც სათავეს 1066 წლიდან იღებს, 2 საათს გაგრძელდა. დედოფალ კონსორტად აკურთხეს ჩარლზის ცოლი კამილაც.

კორონაციის ცერემონია ისტორიაში მეორედ გადაიცემოდა ტელევიზიით და მას მსოფლიოს გარშემო მილიონობით ადამიანი ადევნებდა თვალს.

ჩარლზ III-ის კორონაცია ნაკლებად მასშტაბური იყო ვიდრე 1953 წელს დედამისის, დედოფალი ელისაბედ II-ის შემთხვევაში. 

მიუხედავად ისტორიული მოვლენისა, ბევრი დავობს ამხელა მასშტაბის ღონისძიების აუცილებლობაზე და კრიტიკას გამოთქვამს იმის გამო, რომ გადასახადების გადამხდელების მილიონობით ფუნტი მდიდრულ ცერემონიაზე იხარჯება, როდესაც მილიონი ბრიტანელი ფინანსურ კრიზისშია.


close დახურვა