logo
ENG



ჩემი საქმე თავგასული მაღალჩინოსნებისთვის პრეცედენტი უნდა გახდეს - ზუკა ბერძენიშვილი

23 ოქტ 201912:18
3 წუთის საკითხავი
 
l88t1mc3ki07vdz.jpg

მოძრაობის „ქვეყნის სამსახურში“ წევრი ზუკა ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ მასსა და დეპუტატ ემზარ კვიციანს შორის მომხდარი დაპირისპირების საქმესთან დაკავშირებით, ადგილი აქვს შერჩევით სამართალს.

ბერძენიშვილი დღეს პროკურატურასთან მივიდა და კიდევ ერთხელ მოითხოვა მისი დაზარალებულად ცნობა, რადგან სტატუსის არარსებობა მთელ რიგ პროცედურულ შეზღუდვებს უწესებს. კერძოდ, მას არ აქვს წვდომა საქმის მასალებთან და არც ის იცის, ვინ არის საქმის პროკურორი.

ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ეს საქმე პრინციპულად მნიშვნელოვანია, რადგან ეს უნდა გახდეს პრეცედენტი, რათა შემდეგში შემაკავებელი გახდეს „თავგასული მაღალჩინოსნებისა და დეპუტატებისთვის.“

„თვენახევარია თითქმის გასული და დაზარალებულის სტატუსი არ მენიჭება, რაც გვაფიქრებისნებს, რომ ისევე როგორც სხვა ბევრ  საქმეზე, აქაც შერჩევით სამართალთან გვაქვს  საქმე. პრინციპული მნიშვნელობა აქვს ამ  საქმეს, რადგან პრეცედენტები თუ გახდება შემდეგში შემაკავებელი გახდეს თავგასული დეპუტატებისა და მაღალჩინოსნებისთვის. კვიციანს ადგილზე დეპუტატის იმუნიტეტი არ იცავდა, რადგან როცა ადგილზე შეესწრება პოლიცია, მან უნდა აღკვეთოს ფაქტი, ხოლო შემდეგ იმსჯელებს პარლამენტი წარედგინება ბრალი, მოესხნება იმუნიტეტი თუ სხვა რამ. რადგან არ გვანიჭებენ დაზარალეულის სტატუსს, შეზღუდული მაქვს მასალებთან წვდომა და ისიც არ ვიცი პროკურორი ვინ არის ჩემს საქმეზე,“ - აცხადებს ზუკა ბერძენიშვილი.

პროკურატურას აკრიტიკებს ბერძენისვილის უფლებადამცველიც. ბექა ბასილია აცხადებს, რომ უწყება პოლიტიკური გავლენის ქვეშ არის და მისი ქმედებები სწორედ ამ გარემოებებითაა ნაკარნახევი.

„საერთაშორის პრაქტიკის თანახმად ზუკა ბერძენიშვილი დაზარალებულად ცნობას და შესაბამისი უფლებებით აღურვას ექვემდებარება. მას უნდა მიეცეს შესაძლებლობა გაეცნოს საქმის მასალებს და განახორციელოს მთელი რიგი საპროცესო მოქმედებები. მაგრამ სამწუხაროდ, უდიპლომო თადუმაძის უწყება, ამ დრომდე სირაქლემას პოზიციაში იმყოფება. ის რომ კვიციანის ქმედებას სამართანდამცავებმა ამ დრომდე არ მისცეს შეფასება, მეტყველებს იმაზე, რომ პროკურატურა პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებენ“, - აცხადებს ბასილია.

შეგახსენებთ, რომ დეპუტატ ემზარ კვიციანსა და ზუკა ბერძენიშვილს შორის დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც მოძრაობის „ქვეყნის სამსახურში“ წევრებმა მას რუსეთი მონა უწოდეს და პარლამენტში სტვენით შეაცილეს.

 


close დახურვა