logo
ENG



ჩერევატი: ბახმუტი საომარი მოქმედებების ეპიცენტრია, მტერი თავდაცვის გარღვევას ცდილობს

12 მარ 202322:55
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/12/jpt81lmiojd61w6.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის ჯგუფის სპიკერის, სერგეი ჩერევატის განცხადებით, ბახმუტი საომარი მოქმედებების ეპიცენტრია. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ მტერი უკრაინული თავდაცვის გარღვევას ცდილობენ.

"ბახმუტი კვლავ საომარი მოქმედებების ეპიცენტრია. მტერი ცდილობს უკეთ გაწვრთნილი ვაგნერის ჯგუფების კონცენტრირებით ჩვენი თავდაცვა გაარღვიოს. ამ დღის განმავლობაში, ბახმუტის ფრონტის მთელ ხაზზე 161 დაბომბვა განხორციელდა, 39 შეტაკება, სადაც მტერმა 239 ოკუპანტი დაკარგა, 239 კი დაშავდა", - თქვა უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის ჯგუფის სპიკერმა.

დილით, გენერალურმა შტაბმა აღნიშნა, რომ ბახმუტის მიმართულებით მტერს თავდასხმის ოპერაციები არ შეუწყვეტია. გასული დღის განმავლობაში, 11 მარტს, ოკუპანტების მხრიდან თავდასხმის შედეგად, ბახმუტის მიმართულებით 15 დასახლება დაზარალდა.

უკრაინელის სამხედროების თქმით, ყველაზე სასტიკი და მძიმე ბრძოლები დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის მიმართულებით მიმდინარეობს, სადაც რუსი დაქირავებულთა და რეგულარული ჯარების თავდასხმის რაზმები განუწყვეტლივ უტევს უკრაინის თავდაცვის ძალების პოზიციებს.


close დახურვა