logo
ENG



ჩეხეთი რუსეთიდან ჩასული ტურისტებისთვის საზღვრებს ხურავს

12 ოქტ 202221:53
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/12/8rpsedgjrnmq8es.png

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 25 ოქტომბრიდან ის რუსებისთვის დანერგავს იგივე სავიზო პოლიტიკას, როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი და ფინეთი: ჩეხეთი აღარ შეუშვებს რუსებს, რომლებიც ქვეყანაში შემოდიან ჩვეულებრივი მოკლევადიანი შენგენის ვიზებით.

"მაშინ როცა, უკრაინაში რუსული რაკეტები ეცემა სათამაშო მოედნებსა და ადამიანებს, რომლებიც უბრალოდ სამუშაოდ მიდიან, რუსეთის ფედერაციის 200-მდე მოქალაქე ჩადის ჩეხეთში ყოველდღიურად საერთაშორისო აეროპორტის გავლით. ამიტომ, ჩვენ შევთანხმდით, რომ რუსეთის იმ მოქალაქეები, რომლებიც ჩეხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩვენი საერთაშორისო აეროპორტის გავლით შემოდიან - ტურისტული, სპორტული ან კულტურული მიზნით, აეკრძალებათ შემოსვლა. ეს გავრცელდება მოქმედი შენგენის მფლობელებისთვის, რომელიც გაცემულია ევროკავშირის ნებისმიერი წევრი ქვეყნის მიერ." - განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ.


close დახურვა