logo
ENG



ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ევროპამ რუსეთი მის საზღვრებთან ახლოს არ უნდა მიუშვას

26 დეკ 202313:26
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/26/t2ke6jgarl33bxv.jpg

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, იან ლიპავსკის განცხადებით, ევროპამ რუსეთი მის საზღვრებთან ახლოს არ უნდა მიუშვას.

"ევროპამ რუსეთი მის საზღვრებთან ახლოს არ უნდა მიუშვას, ამისთვის უკრაინის დახმარება უნდა გავაგრძელოთ. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უკრაინაში ჩვენ ვაჩერებთ რუსეთის იმპერიულ ექსპანსიას, რომელიც ასევე კბილებს ილესავს ცენტრალური ევროპის რეგიონსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებზე.

უკრაინის დახმარება - სამხედრო, ჰუმანიტარული, ფინანსური, პოლიტიკური თუ მორალური - ევროპის უსაფრთხოებას სარგებელს მოუტანს", - თქვა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მანამდე, ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, რუსეთის ფედერაციას საბრძოლო შესაძლებლობების სრულად აღსადგენად 5-7 წელი დასჭირდება.


close დახურვა