logo
ENG



ჩიქოვანი PACE-ში: მიუღებელია განცხადება, რომელიც ამ დარბაზში ივანიშვილის მიმართ გაჟღერდა

25 ივნ 202212:36
3 წუთის საკითხავი
clock 1403
2022/06/25/t0prjny8brd4yx1.jpg

ჩვენ გაგვაჩნია მტკიცე პოზიცია, რომ არ გვსურს ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან დებატებში შესვლა, იმის გათვალისწინებით რომ ისინი ურთულეს მდგომარეობაში იმყოფებიან. თუმცა, მიუღებელია ის განცხადება, რომელიც გაჟღერდა რამდენიმე დღის წინ ამ დარბაზში, და რომელიც შეურაცხმყოფელი იყო თანამედროვეობის გამორჩეული ფილანთროპისათვის საქართველოში, ბატონი ბიძინა ივანიშვილისათვის და იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც პოლიტიკაში ყოფნის დროს ითავა ტოტალიტარიზმის დამარცხება და იბრძოდა ქართველი ხალხის ღირსებისა და მშვიდობისათვის. პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა ნათლად ჩამოაყალიბა ჩვენი სამომავლო გეგმები, რაც გულისხმობს გულმოდგინე მუშაობას იმის უზრუნველსაყოფად, რომ დაკმაყოფილდეს და შესრულდეს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაში მოცემული პირობები. და მსურს გავიმეორო, რომ საქართველო იყო და რჩება მოწინავედ ევროპულ კონტინენტზე რეფორმების განხორციელების მხრივ

 


close დახურვა