logo
ENG



ჩიხლაძე: ოცნების წამყვან სახეებთან დებატისთვის მზად ვართ, საერთო პოზიციაზე შევჯერდებით

17 ნოე 202015:29
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/17/kj3urdy2w1mdqob.jpg

სტრატეგია აღმაშენებლის წევრი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ პარტია ქართული ოცნების წევრებთან დებატებისთვის მზად არის. როგორც ჩიხლაძე ამბობს, დებატები არა "მეოთხე-მესამე კლასის მოთამაშეებთან", არამედ წამყვან სახეებთან უნდა გაიმართოს.

"ჩვენ მზად ვართ შევიდეთ ნებისმიერი სახის დებატში, ოღონდ ქართული ოცნების წამყვან სახეებთან. რანგის მიხედვით, მესამე-მეოთხე კლასის მოთამაშეებთან, რა თქმა უნდა, არა. ყველაზე უპრიანი იქნება ან თავმჯდომარესთან, ან იგივე ბატონ გახარიასთან, ეს იქნებოდა ყველაზე ოპტიმალური.

წინააღმდეგი ჩვენ არ ვართ, მაგრამ საერთო შეჯერებულ პოზიციას მოგახსენებთ, საერთოდ ამას აზრი აქვს თუ არა", - თქვა ჩიხლაძემ.

ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიცია დებატებში გამოიწვია. ეს ინიციატივა მან რუსთავი 2-ზე, გადაცემა "ღამის კურიერის" წამყვანებს გააცნო და შესაბამისი ფორმატი შესთავაზა. კობახიძის თქმით, იგი ოპონენტებს დებატებში დაარწმუნებს, რომ საარჩევნო დარღვევები "სპეკულაციებია".  

 


close დახურვა