logo
ENG



ჩუგოშვილი სვენ მიქსერის დოკუმენტზე:უკვე ჩანს რასაც უნდა ველოდოთ

14 მაი 202014:15
3 წუთის საკითხავი
 

"ქართული ოცნების" ყოფილი წევრი, დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი, ევროპარლამენტის წევრის, სვენ მიქსერის მიერ მომზადებულ დოკუმენტს ეხმაურება, რომელსაც ევროპარლამენტში 19 მაისს წარადგენენ. 

ჩუგოშვილი ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებისგან და ევროპარლამენტარებისგან მიღებულ კრიტიკულ წერილებსაც აფასებს და ამბობს, რომ ამ წერილების შინაარსიდან გამომდინარე, მოხსენება და ყველა საკითხის განხილვა, რომელიც საქართველოს შეეხება, მძაფრი იქნება. 

მან ყოფილ თანაგუნდელებს მიმართა და მოუწოდა, რომ საერთაშორისო პარტნიორების მისამართით უფრო რბილი ტონი შეარჩიონ. 

"ევროპარლამენტში, ისევე როგორც სხვა საერთაშორისო სტრუქტურებში, ნოემბრის შემდგომ გამწვავებული ფონი ჩააცხრო 8 მარტის შეთანხმებამ. ახლა რაც ხდება ჩვენს პოლიტიკაში და ქვეყანაში, ეს პირიქით კიდევ უფრო გაამწვავებს სიტუაციას, ვიდრე 8 მარტამდე იყო. მომხსენებლის ანგარიში, არ არის ერთადერთი საკითხი, რომელიც იხილება ევროპარლამენტში. ასევე არის აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხი. 3 დისკუსია იქნება მომავალი თვის განმავლობაში საქართველოსთან დაკავშირებით. უკვე ჩანს ამ განცხადებებიდან რასაც უნდა ველოდოთ. ერთი რჩევა მექნებოდა ხელისუფლებასთან - იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენგან გარკვეულ ნაბიჯებს ელოდნენ და რომლებიც ახლა არიან იმედგაცრუებულები, მათ მტრებად ნუ შერაცხავთ, რადგან ეს ადამიანები არ არიან მტრები და მათ ხელში არის საქართველოსთან დაკავშირებული ძალიან ბევრი გადაწყვეტილებები, მათ შორის ფინანსური დახმარებები, ამიტომ მესიჯები შეცვალეთ და შეასრულეთ ის დაპირებები, რომლებსაც ყველა ელოდა თქვენგან", - ამბობს ჩუგოშვილი. 

 


close დახურვა