უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი მისგან გაჩუმებას ითხოვდა.
ნაზი ჯანეზაშვილი განმარტავს, რომ ამაში გასაკვირი არაფერია და თამარ ჩუგოშვილი ნამდვილად ურეკავდა მას.
„ჩუგოშვილი ის ადამიანია, ვინც მხარი დაუჭირა გახარიას პრემიერობას. არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ მან დამირეკა და მირჩია, გავჩუმებულიყავი. მე არაფერი გადამიმლაშებია. ჩუგოშვილი იყო ერთადერთი მმართველი ძალიდან, ვინც მე მირეკავდა, სხვას არავის არანაირი მოთხოვნები არ ჰქონია", - აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.
თამარ ჩუგოშვილი ჯანეზაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და ამბობს, რომ სხვა არაფრის თქმას არ აპირებს.
„რა იუსტიციის საბჭოს წევრის საქმეა, რომელი პოლიტიკოსი სად წავიდა, ვინ ეკითხება საერთოდ. მასთან დაკავშირებით არ ვაპირებ არანაირი კომენტარის გაკეთებას", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.