logo
ENG



ჩხენკელი:ეროვნული გამოცდები ივლისში ჩატარდება, ოთახში მაქსიმუმ 10 აბიტურიენტი იქნება

15 მაი 202014:34
3 წუთის საკითხავი
 
nzqjrnogeuml935.png

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განათლების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა, ეროვნული გამოცდები ჩატარდება ივლისში, ხოლო ფორმატი უცვლელი იქნება.

„ეროვნული გამოცდები ჩატარდება იგივე ფორმატით და იგივე დროს ივლისში. ერთ ოთახში იქნება არაუმეტეს 10 აბიტურიენტი. თუ ეპიდსიტუაცია იქნება გვექნება პროტოკოლი. რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებში ჩასატარებელ ფინალური გამოცდებს, ის შეზღუდვების შემსუბუქების მეექვსე ფაზაში ჩატარდება. გრანტები და სტიპენდიები სახელმწიფოსგან ძველი წესით გაიცემა“, - განაცხადა ჩხენკელმა.


close დახურვა