logo
ENG



ცერცვაძე: ერთ-ერთი პაციენტი ვარაუდობს, რომ კორონავირუსი ფულით გადაედო

10 მარ 202023:13
3 წუთის საკითხავი
 
2a26h2dcs0j7wss.jpg

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, 8 პაციენტიდან, რომლებსაც დღეს COVID-19 დაუდასტურდათ, ერთ-ერთი ფიქრობს, რომ ვირუსი ფულით გადაედო.

„ერთი არის პიროვნება, რომელიც იმყოფებოდა კონტაქტში იტალიიდან ჩამოსულ ერთ პიროვნებასთან, ვისგანაც კიდევ სამს გადაედო. ეს ადამიანი ასრულებდა თავის მოვალეობას, შეასრულა გარკვეული სამუშაო და როგორც თვითონ ამბობს, ფული აიღო საქმეში, ამიტომ ვარაუდობს, რომ შეიძლება ფულით გადაედო. თუმცა, ეს ზუსტად არავინ იცის“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებულები იტალიიდან ჩამოსულ ექიმთან კონტაქტში მყოფი პირები არიან. 


close დახურვა