logo
ENG



ცერცვაძე: კვლევა არ სჭირდება, საერთო კოვზით ზიარება შეიცავს ინფექციის გავრცელების რისკს

23 აპრ 202018:37
3 წუთის საკითხავი
 
rbly8vyn5pmrbqf.jpg

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საერთო კოვზით ზიარების წესი ინფექციის რისკს შეიცავს.

„ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას, რომ საერთო კოვზით ზიარება შეიცავს ინფექციის გავრცელების რისკს და მას რაიმე განსაკუთრებული სამეცნიერო კვლევა არ სჭირდება“, - განუცხადა ჟურნალისტებს ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. საბოლოო ჯამში საპატრიარქო და მთავრობა ლიტურგიის ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამისი განცხადებები საპატრიარქოს პრესსამსახურმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ გააკეთა. კერძოდ, ჯაღმაიძის თქმით, ეკლესიის კარი არ დაიკეტებოდასაბოლოო ჯამში, სააღდგომო ლიტურგია ჩატარდა. არ შეიცვალა ერთი კოვზით ზიარების წესიც.

ქვეყანაში 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი მოქმედებს. კერძოდ კი, მოქალაქეებს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გადაადგილება ეკრძალებათ, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სხვადასხვა ობიექტი. გარდა ამისა ჩაკეტილია 4 დიდი ქალაქი, მათ შორის თბილისი და გამკაცრებული კარანტინი მოქმედებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 420 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინის რეჟიმში 5 223 მოქალაქე იმყოფება სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 584. ვირუსისგან სრულად განიკურნა 111 პაციენტი, 5 კი, გარდაიცვალა.


close დახურვა