logo
ENG



ცერცვაძე ტაძრებში მისულ მრევლზე: თუ თვითიზოლაციაში წავლენ, საფრთხეს 0-მდე დაიყვანენ

19 აპრ 202000:35
3 წუთის საკითხავი
 
buw2wqj4s9ti27x.jpg

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაზე მიიჩნევს, რომ თუ სააღდგომო ლიტურგიაზე მყოფი მრევლი თვითიზოლაციას დაიცავს, ვირუსის გავრცელების რისკების დაყვანა მინიმუმამდე იქნება შესაძლებელი. 

იქონიებს თუ არა ეკლესიებში მრევლის მისვლა პანდემიის გავრცელებაზე გავლენას, ცერცვაზემ აღნიშნა, რომ ეს 2 კვირის განმავლობაში გამოჩნდება. 

"ამ პიროვნებებმა, რომლებმაც არ გაითვალისწინეს საქართველოს მთავრობის, ჯანდაცვის სამინისტროს, ექიმების მოწოდებები და მაინც მივიდნენ [ტაძრებში], არა მგონია მათ ჩემი რეკომენდაცია გაითვალისწინონ, რომ თვითიზოლაციაში წავიდნენ. ისე, რა თქმა უნდა, თუ ისინი გაჩერდებიან თვითიზოლაციაში, ამით, პრაქტიკულად, ნულამდე დაიყვანენ იმ საფრთხეს, რომელიც შესაძლოა მათ შეექმნათ ღამის განმავლობაში.

მე მაინც ვხედავ, რომ თითქმის ყველა მათგანს უკეთია ნიღაბი და იმ კადრებზე, რომელსაც ვხედავ, არის მცდელობა, არა იდეალური დაცვა, სოციალური დისტანციისა. მაინც მგონია, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება. დღეს წყდება ბევრი რამე. ხვალ და ზეგ არ უნდა გავიდეთ სასაფლაოებზე. დღეს ვინც იყო ეკლესიაში ხვალ ეს რაიმე გავლენას ვერ მოახდენს. ეს გამოჩნდება მომდევნო 2 კვირის განმავლობაში", - განაცხადა ცერცვაძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში. 


close დახურვა