logo
ENG



ცქტიშვილი კონგრესმნების კრიტიკაზე: საუბარია კონსოლიდირებულ პოზიციაზე

23 იან 202022:42
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა მიაქციოს ყურადღება 4 კონგრესმენის კრიტიკულ წერილს.

„ეს არის კონგრესი, პარლამენტი. შეიძლება ინდივიდმა მიიღოს უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება. საუბარია კონსოლიდირებულ პოზიციაზე. 4 კონგრესმენის პოზიციაზე, რომლებიც მუდმივად იყვნენ მთავარი ლობისტები საქართველოს ინტერესების, რომლებიც განაგებენ და ქმნიან საგარეო პოლიტიკას, განსაკუთრებით საქართველოსთან მიმართებაში.

ეს არ არის განმსაზღვრელი პოზიცია თუ როგორ პოლიტიკას აირჩევს თეთრი სახლი, მაგრამ კონგრესში არსებული განწყობები, გარკვეული ვადების პერიოდში განაპირობებს პოლიტიკური კურსის შეცვლას“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ამერიკელმა კონგრესმენებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კიდევ ერთი წერილი გაუგზავნეს. ადამ კინზინგერმა, ჯერი კონოლიმ, ელიოტ ენგელმა და მაიკლ მაკკოლმა საქართველოს გაგზავნილ წერილში პოლიტიკური მოტივით დევნითა და ეკონომიკის ვარდნის ტენდენციით, შეშფოთება გამოთქვეს. 

 

შეგახსენებთ, რომ ამერიკელმა კონგრესმენებმა გიორგი გახარიას ღია წერილით თვრამეტ იანვარსაც მიმართეს, სადაც საქართველოს მთავრობას ამერიკული კომპანიების მიმართ მტრული დამოკიდებულების შეწყვეტისკენ მოუწოდეს.


close დახურვა