ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა და ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის მნიშვნელობას მეზობელი თურქეთი იყო. თანამედროვე თურქეთის განსაკუთრებული მეგობრობა და დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნისა და ხალხისადმი მაღალი კვალიფიკაციის დიპლომატების დამოკიდებულებასა და ქმედებებში გამოიხატება, რომლებსაც ანკარა ტრადიციულად უკვე წლებია საქართველოში აგზავნის. მათ შორისაა გამოცდილი დიპლომატი, ფატმა ჯერენ იაზგანი. მან ხუთწლიანი მისია ჩვენს ქვეყანაში რამდენიმე დღის წინ დაასრულა. ეს წლები მთელი რეგიონისთვის გამოწვევებით სავსე და დაძაბული იყო, თუმცა სამსახურებრივი რუტინის მიღმა იყო ერთი გატაცება, რომელიც მის ყოველდღიურობად იქცა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქალბატონმა ჯერენმა საქართველოში საცხენოსნო ტურიზმის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
ცხენოსანი დიპლომატი - დროება
10 ივლ 202220:30
3 წუთის საკითხავი