logo
ENG



ძლიერი შტორმი დღეს დიდ ბრიტანეთსა და ევროპის ჩრდილოეთ ნაწილს უტევს

10 თებ 202013:59
3 წუთის საკითხავი
 

ძლიერი შტორმი დღეს დიდ ბრიტანეთსა და ევროპის ჩრდილოეთ ნაწილს უტევს. ლონდონის აეროპორტში სამგზავრო ლაინერი კატასტროფას გადაურჩა. ძლიერი ქარის გამო თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკზე ვერ დაჯდა, რის გამოც ეკიპაჟმა ფრენის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.

საბოლოოდ ლაინერი ჰითროუში მეორე მცდელობის დროს უსაფრთხოდ დაეშვა. შტორმის გამო რეისები აღარ სრულდება გერმანიაში. ფრანკფურტის გარდა ფრენები კიოლნის აეროპორტშიც გაუქმდა.

ქარიშხალმა გადაუარა შვედეთსაც, სადაც 11 ათასზე მეტი ოჯახი ელექტრო-მომარაგების გარეშე დარჩა.


close დახურვა