logo
ENG



ძროხები - დროება

30 ოქტ 202220:31
3 წუთის საკითხავი
 

რა უნდა ქნას პოლიტიკის მიმომხილველმა ჟურნალისტმა, როცა ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი - სხვა სიტყვა უნდა მეთქვა, მაგრამ უფრო რბილად ვიტყვი: როცა პოლიტიკური პროცესი არ ჩქეფს.. დროებაში გამოსავალს მივაგენით და პოლიტიკას იქ მოვაგენით, სადაც ყველაზე ნაკლებად ვეძებთ ხოლმე. მესაქონლეობა, როგორც ქართული სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი საკვანძო მიმართულება. დროების გადამღები ჯგუფი მესაქონლეობის ექსპო 2022-ს სტუმრობდა. ამ პატარა პავილიონშიც კარგად გამოჩნდა სინამდვილეში რამდენად მდიდარია ჩვენი ქვეყანა, შესაბამისი განათლების, შრომის ორგანიზების, შრომისავე კულტურის, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საბაზრო ნიშების გონივრულად შერჩევის შემთხვევაში ათასობითმა ადამიანმა მნიშვნელოვან წარმატებას შეუძლია მიაღწიოს, მის სამშობლოში არათუ დარჩეს - გამდიდრდეს კიდეც და მისმა წარმოებულმა პროდუქციამ სიამაყის მიზეზი მთელს საქართველოს მიცეს. ოღონდ აქვე ისიც კარგად გამოჩნდა, რომ მარტო - ამას ვერ შევძლებთ და განვითარებული დასავლეთის გამოცდილება, ტექნოლოგიები და ინვესტიციები ის ინგრედიენტებია, რომელიც ქართული მესაქონლეობის წარმატების ფორმულის აუცილებელი შემადგენელია. ქართველი და შვეიცარელი ძროხები, კონკურსი ჯიშებს შორის, გამარჯვებულები და ახალგაზრდა ფერმერები დიდი გეგმებით - თინათინ ერაძის სიუჟეტში .


close დახურვა