logo
ENG



წალენჯიხაში უცნობმა პირმა უკრაინის დროშა ჩამოხსნა და დაწვა სცადა

22 იან 202415:16
3 წუთის საკითხავი
 

წალენჯიხაში უცნობმა პირმა ადმინისტრაციული შენობიდან უკრაინის დროშა ჩამოხსნა და დაწვა სცადა - როგორც ცნობილია, ეს არ არის პირველი შემთხვევა, თუმცა პოლიციას წინა ფაქტებზეც არავინ დაუკავებია.

"ამ დღეებში ჩვენ მივიღეთ უკრაინის მერის მადლიერების წერილი, ანუ წალენჯიხის მუნიციპალიტეტს, მერიას და მის მოსახლეობას გამოკვეთილი მხარდაჭერილი პოზიცია უკავია უკრაინის მიმართ. ამასთან, ქვეყანაში წახალისებულია მარგინალური ფსევდო-ეროვნული ჯგუფები, რომლებიც განსაკუთრებით აქტიური ხდებიან წალენჯიხაში, რადგან წალენჯიხა გახლავთ ერთადერთი ოპოზიციური მერია საქართველოში", - განაცხადა წალენჯიხის მერმა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.  წალენჯიხის მერის მოადგილის განცხადებით, დროშა გადარჩა, რადგან წვიმის გამო სველი იყო.


close დახურვა