ხმაურიანი საგამოძიებო რეპორტაჟის შემდეგ, რომელიც ციხეში წამლის შეტანასა და მოხარშვას ეხებოდა - მერვე ციხის დირექტორს თანამდებობის დატოვებად დაუჯდა. ნოდარ ქინქლაძის გათავისუფლების შესახებ, ჩვენმა რედაქციამ პენიტენციური სამსახურიდან შეიტყო, მას შემდეგ რაც რეპორტაჟის მომზადება დავიწყეთ, უწყებას მოუწია იმის დადასტურება რომ ქინქლაძე მერვე ციხის დირექტორი აღარ არის. ნოდარ ქინქლაძე ქართული ოცნების მმართველობის პირობებში უბრალოდ ერთი პენიტენციური დაწესებულების დირექტორი კი არ ყოფილა - არამედ ქინქლაძის როლი რეჟიმისთვის უროსავით მძიმე იყო. ნოდარ ქინქლაძეა ის პირი, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილის ციხიდან გაყვანის საქმეში მონაწილეობდა. ქინქლაძის სახელს უკავშირდება სამი წლის წინანდელი ფაქტი, როდესაც გამოითქვა ეჭვები რომ ის პატიმრებზე ძალადობდა.
წამალი ციხეში - შაბათის ფორმულა
02 დეკ 202320:14
3 წუთის საკითხავი