საკუთარი პრობლემის შესახებ ხმამაღლა საუბარი მხოლოდ 10 წლის შემდეგ გაბედა - 5 მცირეწლოვანი შვილის დედა ლალი ფლიონაშვილი ამ დროის განმავლობაში ქმრისგან სისტემატური ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო. კაცი ფიზიკურად უსწორდებოდა როგორც ცოლს, ასევე არასრულწლოვან შვილებს. ამის შესახებ პოლიციამ და მეზობლებმაც იცოდნენ, მაგრამ არაფერი მოუმოქმედებიათ. ძალადობის პირისპირ მარტოდ დარჩენილი ქალი 1 წლის წინ მცირეწლოვან შვილებთან ერთად დედოფლისწყაროდან დედასთან თბილისში გამოიქცა.
წართმეული შემწეობა
21 აპრ 202120:59
3 წუთის საკითხავი