logo
ENG



წასვლა/დარჩენის დილემა - დროება

05 მარ 202320:17
3 წუთის საკითხავი
 

მასშტაბური მიგრაცია და გადინება რომ გვაქვს, თურმე დავადგერით ევროკავშირის ქვეყნებში გამარტივებული, ანუ უვიზო მიმოსვლის ბრალი ყოფილა. ასეთია მმართველი ძალის ლიდერების ვერსია. ხელისუფლება ბევრ ისეთ ნაბიჯს დგამს, რომელიც საზოგადოების წევრებსა და განსაკუთრებით ახალგაზრდობას, არა თუ მოტივაციას უჩენს, არამედ უკლავს და დამატებით ბარიერებს უქმნის, რომ თავისი ცხოვრება, საქართველოში ააწყოს, რეალიზდეს, დამკვიდრდეს, უკეთესი განათლება მიიღოს და წარმატებას მიაღწიოს. ერთ-ერთი ასეთი კონკრეტული მავნებლური ინიციატივა არის სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა, რომელიც კომპლექსში იმდენად გაუაზრებელია, რომ როგორც ეფექტური ტოტალური თავდაცვის სისტემის, ასევე ახალგაზრდების განვითარების შესაძლებლობას გვაშორებს. მოკლედ ხელისუფლება სიურპრიზს სიურპრიზზე გვთავაზობს და აჩენს განცდას, თითქოს სახელმწიფოს მიზანი თავისი მოქალაქეების და განსაკუთრებით მისი ყველაზე პროდუქტიული ნაწილის სამშობლოში დამაგრება და პერსპექტივის შექმნა კი არა, საპირისპირო ამოცანაა: დემოგრაფიული ბალანსის ცვლილება და სამოქალაქო უფლებებისთვის და საერთოდ თავისუფლებისთვის მებრძოლი აქტიური ნაწილის საქართველოდან გაწნეხვა. დროება ქართველის და არამარტო ქართველის ალბათ ერთ-ერთ მთავარ დილემაზე - წასვლა, თუ დარჩენა?!


close დახურვა