logo
ENG



წითელმა ჯვარმა სინოფარმის 100 000 დოზა გვაჩუქა, ვაქცინები უკვე საქართველოშია

12 სექ 202109:54
3 წუთის საკითხავი
 

საქართველომ წითელი ჯვრისგან საჩუქრად სინოფარმის ვაქცინის 100 000 დოზა მიიღო. 

ვაქცინა საქართველოში 12 სექტემბერს, გამთენიისას ჩამოიტანეს. 

სინოფარმის ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვს გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია.

საქართველოში სინოფარმით აცრა 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის არის შესაძლებელი. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა 21 დღის ინტერვალით კეთდება. 

აცრა იცავს სიკვდილისგან. ვაქცინა არ არის 100%-იანი გარანტია იმისა, რომ კორონავირუსით არ დაინფიცირდებით, თუმცა, ადამიანი დაცულია დაავადების გართულებისგან. 

აცრა უსაფრთხოა ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის. კორონავირუსით ჩვილების და შშმ პირების ინფიცირების წყარო მათი მშობლები და ოჯახის წევრები არიან. იმისთვის, რომ ისინი დაცულები იყვნენ, აუცილებელია კორონავირუსზე აცრა. 

საქართველოში 4 დასახელების ვაქცინაა ხელმისაწვდომი: სინოფარმი, სინოვაკი, ფაიზერი და ასტრაზენეკა. 

ასაცრელად დარეგისტრირდით booking.moh.gov.ge-ზე. 

აცრა შესაძლებელია ცოცხალი რიგითაც, ასევე, რეგისტრაციაში დაგეხმარებიან იუსტიციის სახლებში და პოლიტიკური პარტიების ცხელ ხაზზე:

ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222; დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956; ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46.


close დახურვა