logo
ENG



წითლიძე: თუ გახარიას საკუთარი იდენტობის დამკვიდრება უნდა, სააკაშვილის ლანძღვით ვერ შეძლებს

25 დეკ 202315:31
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/25/7kjbzrj5dgh9p9t.jpg

ნაციონალური მოძრაობის წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, თუ გიორგი გახარიას საკუთარი იდენტობის დამკვიდრება უნდა, მიხეილ სააკაშვილის ლანძღვით ამას ვერ შეძლებს.

"გახარიას საკუთარი იდენტობის დამკვიდრება თუ უნდა, სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის ლანძღვით ამას ვერ შეძლებს. მით უმეტეს, ავადმყოფი ადამიანის ციხეში გადაყვანით, რომლის მდგომარეობაც ჯერ კიდევ მძიმეა.

გახარიამ [რაიმე] რეალური შესთავაზოს საქართველოს მოქალაქეებს და საკუთარი ამომრჩევლის გაზრდაზე იზრუნოს", - ამბობს წითლიძე.

ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანას მოითხოვს. პარტია საქართველოსთვის სააკაშვილის პოლიტიკურ აქტიურობას პრობლემად მიიჩნევს.


close დახურვა