logo
ENG



წმინდა ცეცხლს დელეგაციებს თვითმფრინავებში მიაწვდიან

01 აპრ 202019:33
3 წუთის საკითხავი
 
x552697cner1r68.png

JERUSALEM POST-ის ინფორმაციით, აღდგომის კვირაში იერუსალიმში ღვთისმსახურება შეზღუდვებით გაიმართება.

როგორც ისრაელის საგარეო საქმეთა სამინსიტროში აცხადებენ, კონკრეტული მექანიზმი ჯერ კიდევ არ იციან, მაგრამ მომლოცველები ისრაელის პოლიციის შეზღუდვებს უნდა დაემორჩილონ და ეს შეზღუდვები შესაძლოა კიდე გამკაცრდეს.

რუსეთში, უკრაინაში და საბერძნეთში ცეცხლის ჩასატანად ფრენები უკვე შეთანხმებულია. ცეცხლის გადმოსვლის ცერემონია იქნება ლაივსტრიმზე, დელეგაციებს კი, სავარაუდოდ, ცეცხლს თვითმფრინავში მისცემენ, კარანტინის წესები რომ არ დაირღვეს.

18 აპრილს კი ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალის დროს ტაძარში მართმადიდებლური ეკლესიის 10-15 წარმომადგენელი იქნება.

აღდგომის კვირა კათოლიკური ეკლესიისთვის წელს 5 აპრილიდან დაიწყება, ხოლო მართმადიდებლური ეკლესიისთვის 12 აპრილიდან.


close დახურვა