logo
ENG



წულუკიანი: როგორც კი ნაციონალური მოძრაობა არ იქნება, მე ჩემს თავს ვერ ვხედავ პოლიტიკაში

17 თებ 202323:20
3 წუთის საკითხავი
 
წულუკიანი: როგორც კი ნაციონალური მოძრაობა არ იქნება, მე ჩემს თავს ვერ ვხედავ პოლიტიკაში

მინდა ზოგიერთ შევახსენო, ვინც მსაყვედურობს, რომ მიშა სააკაშვილზე რატომ ლაპარაკობო და მე მიშაზე ლაპარაკს არ შევწყვეტ და არც ნაციონალურ მოძრაობაზე. როგორც კი ეგენი არ იქნებიან, მე ჩემს თავს ვერ ვხედავ პოლიტიკაში, მაგრამ რომ არიან, მეც ვარ და ვიქნები. [...] სტრასბურგში მივატოვე ძალიან კარგი სამსახური, დავდიოდი ჰიმალაის მთებში, დავდიოდი აფრიკაში, კილიმანჯაროზე. [...] სანამ ამათი დემონტაჟი და ბოლომდე განადგურება, სულ არ მრცხვენია ამ სიტყვების, სანამ ამათი განადგურება არ მოხდება ბოლომდე, რა თქმა უნდა, მე ერთ ჯარისკაცად ვიდგები და ვირტუალურ ხმალს ვიქნევ.


close დახურვა