logo
ENG



წყალტუბოს სათნოების სახლში სავარაუდოდ დაინფიცირებული პირი დადიოდა

03 მაი 202014:14
3 წუთის საკითხავი
 

ანტისხეულებით ჩატარებულ ტესტზე სავარაუდო დადებითი პასუხი მიიღეს სპეციალისტებმა ერთ-ერთი მოქალაქის ანალიზზე, რომელიც "ფორმულას" ინფორმაციით წყალტუბოს სათნოების სახლის საკვებით სარგებლობდა. სათნოების სახლში ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა ადასტურებენ, რომ დაწესებულებას სრული დაზინფექცია ჩაუტარდა და ყველა თანამშრომელს covid 19-ზე ანალიზი აუღეს. 

საზოგადიებრივი ჯანდაცვის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგაძის ინფორმაციით, ინფიცირებულ ქალბატონს, სავარაუდოდ, სტაციონარში გადაიყვანენ. ე.წ. წყალტუბოს კლასტერის კვლევას სპეციალისტები აგრძელებენ და სათნოების სახლის პერსონალისა და ბენეფიციარების ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას გეგმავენ.

"სამუშაოები ჩვენთან ყოველდღე ტარდება. იყვნენ ეპიდომიოლოგებიც და გამოკვლეულია ყველა თანამშრომელი. დაინფიცირებული პირი ვინაა, არ ვიცი და ვერც იმას დაგიდასტურებთ, არსებობს თუ არა ასეთი მოქალაქე", - აცხადებს თანამშრომელი. 

აღსანიშნავია, რომ სათნოების სახლს 190 მომხმარებელი ჰყავს.


close დახურვა