წყალტუბოს სოფელ ოფშკვითში მკვლელობა მოხდა. მოკლული 33 წლის კაცია. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
ადგილობრივები ყვებიან, რომ სავარაუდო დამნაშავე ინდენტიფიცირებულია და ის გარდაცვლილის მეგობარია.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული ადგილიდან მიიმალა. ის პოლიციას ამ დრომდე არ დაუკავებია.
"სიგარეტისთვის წავიდა მაღაზიაში და ის იქ მდგარა... მთვრალი იყოო. იარაღი თან ჰქონდა. კონფლიქტი არ ყოფილა. ადგილზე არ გარდაცვლილა, გეგუთამდე იცოცხლაო, ამბობენ", - ყვება გარდაცვლილის მეზობელი.