logo
ENG



ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები მონტაჟდება

25 მარ 202012:03
3 წუთის საკითხავი
 

ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, სხვადასხვა ლოკაციაზე მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები მონტაჟდება. სამუშაო პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, ადგილზე გაეცნო. 

საპილოტე პროექტის პირველ ეტაპზე, ჭავჭავაძის გამზირზე საერთო ჯამში, 90 კონტეინერი განთავსდება. მსგავსი კონტეინერები ასევე, დამონტაჟდება ყიფშიძისა და ატენის ქუჩებზე.

ცნობილია, რომ მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები არის წყალგამძლე, შედგება ბეტონის ბუნკერისა და უსაფრთხოების პლატფორმისგან. თბილისის მერის თქმით კი აღნიშნული საპილოტე პროექტია. 

"მიუხედავად იმისა, რომ ვებრძვით კორონავირუსს, არ უნდა დაგვავიწყდეს ის მნიშვნელოვანი სამუშაოები, რომელიც ქალაქის მასშტაბით ხორციელდება. იცით, რომ მიმდინარეობს ჭამჭავაძის გამზირის და აქ ნარჩენების მართვის თვალსაზრისით განსხვავებული მიდგომა გვაქვს. სეპარირებული, მიწისქვეშა ურბენბი მოტაჟდება, რომელიც საპილოტე პროექტია. მოხდება ნარჩენებსი სეპარირებაც და ასევე მნიშვნელოვანია მისი ვიზუალური მხარეც",-აცხადებს კახა კალაძე. 


close დახურვა