logo
ENG



ჭიაბერაშვილი: მას შემდეგ რაც ივანიშვილს დავამარცხებთ ჩასატარებელი იქნება მეორე არჩევნები

21 თებ 202022:55
3 წუთის საკითხავი
 

„ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ ოპოზიციის სამომავლო გეგმებზე საუბრობს. როგორც ჭიაბერაშვილმა განაცხადა, ოპოზიციაში საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმება მიმდინარეობს, ასევე ჭიაბერაშვილის განცხადებით, მას შემდეგ რაც ქართველი ხალხი საარჩევნო სისტემას დაიბრუნებს კვლავ ჩასატარებელი იქნება მეორე არჩევნები, რომელიც პროპორციული წესით ჩატარდება.

„იმისდა მიხედვით რომელი პარტიის კანდიდატი სად უფრო მეტ ხმას აგროვებს სავარაუდოდ აქ მიმდინარეობს აწონ დაწონვა შანსებისა და ბუნებრივია ეს მიმდინარეობს ძალიან კონსტრუქციულად. რა თქმა უნდა ჩვენ სწორედ ის გვინდა საზოგადოებას დავანახოთ რომ საზოგადოებრივი მხარდაჭერა ასახული უნდა იყოს იმ კანდიდატთა ჩამონათვალში.  ივანიშვილის დასამარცხებლად ამას ექნება მნიშვნელობა. ასევე გიგა ბოკერიამ გააჟღერა „ევროპული საქართველოს“ ინიციატივა იმის თაობაზე რომ ჩვენ ასევე უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ საერთო ძალისხმევით დავამარცხოთ ივანიშვილი და ქართველ ხალხს დავუბრუნოთ უფლება, მაგრამ ძალიან მალე ასევე ჩასატარებელი არის მეორე ნამდვილად პროპორციული არჩევნები“,-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

 


close დახურვა